spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი უგულავა – “ნაციონალური მოძრაობა” ის გამოცდილი ძალაა, რომელიც “ქართული ოცნების” პოლიტიკური მესაფლავე გახდება

“ნაციონალური მოძრაობა” ის გამოცდილი ძალაა, რომელიც “ქართული ოცნების” პოლიტიკური მესაფლავე გახდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ საქართველოში არაორდინარული სიტუაციაა შექმნილი, რომლის გამოსასწორებლად გარკვეულ საკითხებზე ოპოზიციური სპექტრის თანამშრომლობა და კონსულტაციებია საჭირო.

”პარტიები ხშირად ვსაუბრობთ, თუ რა განგვასხვავებს ერთმანეთისგან. მე ხაზს ვუსვამ “ნაციონალური მოძრაობის” უპირატესობას და მიმაჩნია, რომ ის არის მთავარი პარტია, რომელიც იქნება ივანიშვილის და “ქართული ოცნების” პოლიტიკური მესაფლავე. ეს არის გამოცდილი პარტია, მას ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილის სახით. დღეს გვაქვს არაორდინარული სიტუაცია, ამიტომ განსხვავებების გარდა უნდა ვანახოთ, თუ სად შეგვიძლია თანამშრომლობა”, – განაცხადა უგულავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები