სოლიდარული ვარ და მხარს ვუჭერ ნიკა მელიას განცხადებას, რომ ის შეუერთდა შარლ მიშელის დოკუმენტს, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა აცხადებს.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მჭიდროვდება ის პოლიტიკური ყულფი, რომელიც “ქართული ოცნების” კისერზეა.
“პოლიტიკური ყულფი “ქართული ოცნების” კისერზე სულ უფრო და უფრო მჭიდრო ხდება და ენმ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, შეუერთდეს დოკუმენტს, ეს ყულფი მათ კისერზე კიდევ უფრო მკვრივი გახდება. საბოლოოდ, 2 ოქტომბერს რეფერენდუმზე მოხდება “ქართული ოცნების”, როგორც ანტისახელმწიფოებრივი, თავიდან ბოლომდე ოლიგარქიული, საქართველოს სახელმწიფოს სხეულზე კიბოს მეტასტაზივით მოდებული სარეველასავით ამოძირკვა.
ამ სიტყვებს ვამბობ იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ მიტაცებულ სახელმწიფოში, სადაც ოლიგარქმა შვა პატარა ოლიგარქები. ეს სისტემა უნდა შეიცვალოს და პირველი მერცხალი იქნება ის, რომ 2 ოქტომბერს დასრულდება და გაფორმდება მარცხი”,- განაცხადა გიგი უგულავამ “ფორმულას” ეთერში.
დღეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ენმ უერთდება 19 აპრილის, შარლ მიშელის შეთანხმებას.