spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიგი უგულავა – რამ შეგაშინათ ასე თქვე უდღეურებო, წასხმის შიში რას არ გაგაკეთებინებთ, ასე არ დავტოვებ ამას

გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა აცხადებს, რომ შსს-ში უარს ეუბნებიან იმ დოკუმენტაციის მიღებაზე, რომელიც აუცილებელია მერობის კანდიდატად საოლქოში დასარეგისტრირებლად.

 

“შსს არ მაძლევს ცნობას, რაც აუცილებელია ფოთში ჩემი რეგისტრაციისთვის. ადგილზე საერთოდ არც უარის ქაღალდს მაძლევენ. ახლა მივდივარ ადგილზე. რამ შეგაშინათ ასე თქვე უდღეურებო, გასაგებია რამაც შეგაშინათ. წასხმის შიში რას არ გაგაკეთებინებთ. ასე არ დავტოვებ ამას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხომ კარგად ხართ. უკვე პირდაპირ ლუკაშენკოს მილიციას ბაძავთ”, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, ის, რასაც დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს, დაახლოებით არის იგივე, როგორც იქცევა ბელარუსის შსს და მთავრობა, ასევე რუსეთი, როდესაც რეგისტრაციის საშუალებას არ აძლევენ ოპოზიციის კანდიდატებს.

 

“დღეს მოვედი, დაჩქარებული წესით გადავიხადე თანხა, ველოდებოდი დოკუმენტს და საღამოს მითხრეს, რომ უარია. მოვედი გასარკვევად და აღმოჩნდა, რომ თბილისიდან არის უარი. თავიდან აქ ადგილზე თვითონაც ვერ გაერკვნენ… ერთადერთი, რაც მენიშნა, 126-ე [ძალადობის] მუხლი ახსენეს. რითიც მივხვდი რაშია მდგომარეობა, 126-ე მუხლი არის ის, რაც მე ძიუდოისტის ცემაზე წამიყენეს”, – აცხადებს უგულავა. 

 

როგორც გიგი უგულავა განმარტავს, ეს სამართლებრივად არ შეიძლებოდა რეგისტრაციის პროცესში ხელისშემშლელი ყოფილიყო, რადგანაც 126-ე მუხლი არ არის მძიმე და გარდა ამისა, არ დასრულებულა სასამართლო პროცესები. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები