საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი მიიჩნევს, როგორც რუსების მარიონეტს, როგორც რუსეთის ხაზის გამტარებელს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.
“საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, არ აქვს მნიშვნელობა, რესპუბლიკელია ეს თუ დემოკრატი – მიიჩნევს, როგორც რუსების მარიონეტს, როგორც რუსეთის ხაზის გამტარებელს და ეს კანონიც მათთვის არის რუსული.
რაც უფრო მეტ ბოდვებს ისაუბრებენ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, რაც უფრო ბრუტალობას და ძალადობას ჩაიდენენ, “ქართული ოცნებიდან” მით უფრო მეტი ადამიანი მოხვდება სანქციების რიგებში. ჩვენ ვნახეთ, რომ კონგრესის კომიტეტის სხდომაზე მათ მიმართ ითქვა, რომ ეს ღონისძიებები არის მხოლოდ დასაწყისი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.