spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესიდან მოსამართლემ გიგი უგულავა გააძევა. უგულავა სხდომას ბრალდებულის სტატუსით ესწრებოდა.

 

გიგი უგულავას განცხადებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, როდესაც ბრალდებულს პროცესზე არ ასწრებენ. 

 

“ეს გულისამრევია, ეს არ არის სასამართლო პროცესი, ადამიანს ეუბნებიან უარს  სასამართლოზე მოყვანაზე, ყველაფერზე უებნებიან უარს, არც შენი ხმა არ გამოჩნდეს არც შენი ვიზუალი. სასამართლო არის ჩვეულებრივი ტროიკა, 37 წლის, პოლიტიკური დაკვეთაა, შესციცინებენ ჯარჯის,  პროკურორს, რასაც ეტყვით ჯარჯი პროკურორი, იმას აფორმებენ”, – აცხადებს გიგი უგულავა. 

 

იქამდე პროცესზე პროკურორს და გიგი უგულავას შორის შეკამათება მოხდა.

 

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

 

პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება, რადგან მის მიყვანაზე პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა,

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 41-ე დღეა, შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები