ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
“ირაკლი ღარიბაშვილი – გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან – მთავარი მოტივი არის ის, რომ დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება
სიმართლე ისაა, რომ რეფორმებზე უარის თქმის და შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის გამო ევროკავშირი უარს გვეუბნება ამ ტრანშზე. პრეზიდენტმა მიშელმა საჯაროდ გააფრთხილა ღარიბაშვილი. ხოდა ეს მესიჯ-ბოქსი მოიგონეს – ვალებს ვისტუმრებთო. სინამდვილეში, მილიარდელი ოლიგარქის მთავრობამ დააგროვა კატასტროფულად მაღალი ვალი მშპ-თან მიმართებაში, რაც ჩვენი შვილების გადასახდელია.
გამოსავალი არის – ეს სარეველა უნდა ამოიძირკვოს 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე”, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.