ჩვენ არ გვინდა, რომ სიტყვა ერთობა სადღეგრძელოდ დარჩეს, ეს უნდა იქცეს დღეს უკვე დარაზმულობად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ოპოზიციის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ტარდება საზოგადოებრივი კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სურს მოსახლეობას პოლიტიკურ ველზე.
“ტარდება კვლევა და გავიგებთ, თუ რა არის რეალურად საზოგადოების აზრი და არა ის, თუ რა უნდა ჩემს ან თუნდაც სხვის პარტიულ აქტივს.
ჩვენ არ გვინდა, რომ სიტყვა ერთობა სადღეგრძელოდ დარჩეს, ეს უნდა იქცეს დღეს უკვე დარაზმულობად. ერთობა კარგია, მაგრამ თუ გინდა, რომ ერთობა რეალურად განხორციელდეს, საჭიროა დარაზმულობა”, – განაცხადა გიგი უგულავამ.