ასეთი მაფიოზური ქვეყანა არ ყოფილა ასლან აბაშიძისა და შევარდნაძის ეპოქაშიც კი. ერთადერთი პარტია, რომელსაც შეუძლია ამ მაფიოზური სახელმწიფოს შეფერთხვა, “ნაციონალური მოძრაობაა”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება გართულების გარეშე წავიდეს, ერთიანი სია იყო საჭირო.
“თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გართულების გარეშე წავიდეს ხელისუფლება და კუდი ვერ მოიქნიოს, ამისთვის ერთიანი სია იყო საჭირო. ვერავინ ვერაფერს ვეღარ იზამდა, იმიტომ, რომ წაგებულის დავალებას არავინ ასრულებს. ჩვენი პარტია “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი პირველი მომხრე იყო ამის, იმიტომ, რომ ჩვენ ვგრძნობთ, ვხედავთ და ყველაზე მეტი გამოცდილებაა ამ პარტიაში ისეც და ასეც.
ასეთი მაფიოზური ქვეყანა არ ყოფილა ასლან აბაშიძისა და შევარდნაძის ეპოქაშიც კი. ერთადერთი პარტია, რომელსაც შეუძლია ამ მაფიოზური სახელმწიფოს შეფერთხვა, “ნაციონალური მოძრაობაა”, მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ, რომ შეუძლებელია მარტომ მოერიო იმ კონფიგურაციის ძალას, რომელსაც მუხრუჭიც აღარ გააჩნია”, – განაცხადა გიგი უგულავამ.