ეს არის შეუქცევადი პროცესი, ოდნავ ფართო სურათში რომ შევხედოთ, მოლდოვამ გაასწრო და გავიდა, ჩვენ თუ ვერ გავასწარით და ვერ გავედით, მერე იმხელა ტრაექტორიაში მოჰყვება საქართველო, როგორიც არის დიდი რეგიონალური პოლიტიკა და ამ დიდ სურათში ჩვენ უკანა უჯრაში აღმოვჩნდებით, ეს არის კატასტროფის ტოლფასი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ეს პროტესტი არის რეალური, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი აღმოჩნდა გაცილებით დიდი, ამიტომ არის მოძრაობის დაწყება აუცილებელი, ამ მოძრაობას სჭირდება თავის ფორმაში მოსვლა.
“მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა ყველაფრის საფუძველი. დაიწყო აქციები, პირველი ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის არის ძალიან რთული და მე ყველას, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა მადლობა ვუთხრა. როდესაც ეს პროტესტი არის რეალური, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი აღმოჩნდა გაცილებით დიდი, ამიტომ არის მოძრაობის დაწყება აუცილებელი, ამ მოძრაობას სჭირდება თავის ფორმაში მოსვლა. ამ ყველაფერს რუტინული მუშაობა სჭირდება და მე აღფრთოვანებული ვარ გიორგი ვაშაძის ენერგიით და ყველას ენერგიით, ვინც ამაშია ჩართული. მათ იციან, რომ უნდა დაიწყოს მოძრაობა, რადგან გრძნობენ საზოგადოების ღელვას. ეს არის შეუქცევადი პროცესი, ოდნავ ფართო სურათში რომ შევხედოთ, მოლდოვამ გაასწრო და გავიდა, ჩვენ თუ ვერ გავასწარით და ვერ გავედით, მერე იმხელა ტრაექტორიაში მოჰყვება საქართველო, როგორიც არის დიდი რეგიონალური პოლიტიკა და ამ დიდ სურათში ჩვენ უკანა უჯრაში აღმოვჩნდებით, ეს არის კატასტროფის ტოლფასი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.