ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ რეჟიმის შლას, ჩვენ 12 წლის მანძილზე ბევრი რამ გვინახავს. არ დარჩა არც ერთი სახელმწიფო უწყება, სადაც თანამშრომლებმა, საჯარო მოხელეებმა მკაფიოდ არ განაცხადეს, რომ ევროპული პერსპექტივა არის ერთადერთი, რის გამოც ეს 30 წელი ხალხი მუშაობდა საჯარო სამსახურში და მათ ამოიღეს ხმა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, წინააღმდეგობის კერები უნდა შეიქმნას თბილისის მერიაში, ტრანსპორტის სამსახურში, ყველა უწყებაში და ამ პროცესს საზოგადოება ხედავს.
“ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ რეჟიმის შლას, ჩვენ 12 წლის მანძილზე ბევრი რამ გვინახავს. არ დარჩა არც ერთი სახელმწიფო უწყება, სადაც თანამშრომლებმა, საჯარო მოხელეებმა მკაფიოდ არ განაცხადეს, რომ ევროპული პერსპექტივა არის ერთადერთი, რის გამოც ეს 30 წელი ხალხი მუშაობდა საჯარო სამსახურში და მათ ამოიღეს ხმა. მე მინდა ყველას მადლობა ვუთხრა და უნდა გააგრძელონ ადგილებზე ბრძოლა, რადგან „ქართული ოცნების“ სურვილია ეს ხალხი წავიდეს და მიიყვანონ ბიძაშვილ-მამიდაშვილები. წინააღმდეგობის კერები უნდა შეიქმნას თბილისის მერიაში, ტრანსპორტის სამსახურში, ყველა უწყებაში და ამ პროცესს საზოგადოება ხედავს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.