spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიგი უგულავა – უკვე ძალიან სასაცილო გახდა ეს ღარიბაშვილი, დადის და შხამს ანთხევს, მათხოვრობს

სამარცხვინოა პრემიერ-მინისტრი, რომელიც დადის ქალაქ-ქალაქ, მათხოვრობს, – ასე გამოეხმაურა ფოთის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს.

 

“უკვე ძალიან სასაცილო გახდა ეს ღარიბაშვილი. დააკვირდით, სამეგრელოში დაიარა, ყველა რაიონში დადის და შხამს ანთხევს. 

 

იცის ღარიბაშვილმა, რომ ის ხალხი, ვინც გვერდზე ედგნენ, ბატონი ხახუბია, ბატონი ლატარია და მათი ხელის ბიჭი, მერობის კანდიდატი ვაჭარაძე, ეს ხალხი რომ ფოთს აყროლებს თევზის სუნად? იცის, რომ ეს ხალხია დამნაშავე? სამარცხვინოა პრემიერ-მინისტრი, რომელიც დადის ქალაქ-ქალაქ, მათხოვრობს”, – აცხადებს უგულავა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები