spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 12 თებერვლისთვის გადაიდო

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გადაიდო.

გადაწყვეტილება 12 თებერვალს გამოცხადდება.

უგულავას განცხადებით, რეპრესიული მანქანის რგოლი სასამართლოა.

“ეს არის ფარსი. რეპრესიული მანქანის მთავარი რგოლია სასამართლო, ასე რომ არ იყოს ვერ გაბედავდნენ ნიღბიანები ხალხის ცემას. თქვენი ხელით ხდება ფინანსური ტერორი მოქალაქეების.

ჩემი პასუხი არის ის, რომ არ ვაპირებ არაფრის გადახდას, რომელიც წინასწარ ვიცით ყველამ, რომ გამოწერთ”, – განაცხადა გიგი უგულავამ პროცესზე.

გიგი უგულავას 17 იანვრის “მამების და შვილების” მარშზე გზის უკანონო გადაკეტვას ედავებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები