spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ამილახვარი – ჩვენ რომ მოგვიწოდებს შერიგებისაკენ, ჯერ ამ ხალხს კითხოს, თუ ურიგდებიან და ბოდიში მოუხადოს მათ

ეს არის უაღრესად ცინიკური განცხადება, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს შერიგებაზე, – ამის შესახებ Front News-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა ეროვნული შერიგებასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა. 

 

მისივე თქმით,  შერიგება ვერ გახდება სასჯელისაგან გათავისუფლების საშუალება.  

 

“ეს არის უაღრესად ცინიკური განცხადება, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს შერიგებაზე,  მოდით,  ვკითხოთ აბა, რამდენად  შესაძლებელია შეურიგდეს გირგვლიანის ოჯახს, ვაზაგაშვილის ოჯახს, ბუტა რობაქიძის ოჯახს, იმ ათასობით ადამიანს, ვის ქონებასაც ღამით აფორმებდენ, იმ ნაწამებ ადამიანებს… ჩვენ რომ მოგვიწოდებს  შერიგებისაკენ,  ჯერ ამ ხალხს კითხოს,  თუ ურიგდებიან და ბოდიში მოუხადოს მათ. შერიგება ვერ გახდება სასჯელისაგან გათავისუფლების საშუალება”, – განაცხადა ამილახვარმა.  

 

როგორც “ქართული ოცნების” დეპუტატი აცხადებს, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის და შესაბამისად,  არც მისი განმუხტვის საჭიროებაა. 

 

“კრიზისი არის „ნაციონალურ მოძრაობაში“. მათ აქვთ შეკრების და  გამოხატვის თავისუფლება და ის,  რომ აქციებს მართავენ,  არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში კრიზისია”,  – განაცხადა ამილახვარმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები