spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ამილახვარი – ისინი უბრალოდ რადარებიდან გაქრებიან

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფი, მისივე სახელობის ბიბლიოთეკიდან, უკვე საჯაროდ დაუპირისპირდა დღევანდელ თავმჯდომარეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, მომდევნო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ რადარებიდან გაქრება.

 

“ეს არის იმ პროცესების დასასრული, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვხედავთ და საზოგადოებას ვამცნობთ. დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფი, პარტიის შიგნით, მისივე სახელობის ბიბლიოთეკიდან, საჯაროდ დაუპირისპირდა დღევანდელ თავმჯდომარეს. როგორც არ უნდა იყოს, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ეს არის იმ პოლიტიკური კანონზომიერების დასასრული, რასაც ნიშნავს ის პარტია, რომელსაც აქვს მძიმე პოლიტიკური წარსული და უკვე იშლება მარტივ მამრავლებად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შემდეგ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოიპოვებს მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერას და ისინი უბრალოდ რადარებიდან გაქრებიან“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები