spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ამილახვარი – რა წამსაც დაინახა, რომ მის მიმართაც არსებობს კანონიერი კითხვები, ქვეყნიდან გაიპარა

რა წამსაც დაინახა, რომ მის მიმართაც არსებობს ობიექტური კანონიერი კითხვები, სწორედ იმ წამს, როგორც მისი ნათესავი მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა, ის გაიპარა ქვეყნიდან, გაექცა ამ კითხვებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა თემურ ალასანიას ქვეყნიდან წასვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა. 

 

“ეს ფაქტი თავად მეტყველებს, თუ როგორი შიში აქვთ ამ ადამიანებს კანონის წინაშე, ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე, ვინაიდან მათი ერთადერთი მოტივაცია ის არის, კანონის გვერდის ავლით, არეულობის მოწყობით, პროცესები შექმნან“, – აღნიშნა ამილახვარმა. 

 

თემურ ალასანიას ადვოკატის ბექა ბასილაის ინფორმაციით, თემურ ალასანია  თურქეთში იმყოფებოდა, სადაც შეუძლოდ გახდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნება ვერ შეძლო. 

 

ბექა ბასილა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიების კითხვებს არ გაურბის და ამის დასტური იყო რამდენიმე დღის წინ სასამართლოში გამოკითხვაზე მისი მისვლა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები