spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ამილახვარმა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გელა გელაძე წარადგინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მოადგილის თანამდებობაზე გელა გელაძე წარადგინა.

 

გელა გელაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ვალერიან გობრონიძეს შეცვლის. ის კურატორობას გაუწევს სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების, ეკონომიკურ, იურიდიულ და ადმინისტრაციის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

 

გელა გელაძეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში 2018 წლიდან მუშაობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები