spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილე პოლკოვნიკი სუხარევი უკრაინაში მოკლეს

უკრაინაში გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილე პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი მოკლეს. 

 

331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკი როგორც ჩეჩნეთის, ისე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში პოლკოვნიკ სერგეი სუხარევის მეთაურობით მონაწილეობდა.

 

მომხდარს გიორგი ანწუხელიძის მეუღლე გამოეხმაურა.

 

“მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის, რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით”, – განაცხადა  მაკა ჩიკვილაძემ.

 

ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, მტერს ტყვედ ჩაუვარდა, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

 

გიორგი ანწუხელიძე სიკვდილის შემდეგ 2009 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით; 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“; 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით მიენიჭა ეროვნული გმირის წოდება; 2013 წლის 2 ნოემბერს „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები