spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბაჩიაშვილი – არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ

არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ. სიაში არიან ბიზნესმენებიც, აქტივისტებიც, პოლიტიკოსებიც, კულტურის სფეროს მოღვაწეებიც, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლომდე ივანიშვილის ნება რომ იყოს, მას პირდაპირ ციხეში გაუშვებდნენ სასამართლო პროცესების გარეშე.

“ბოლომდე ამათი ნება რომ იყოს, საერთოდ არ ჩაატარებდნენ ამ სხდომებს და პირდაპირ ციხეში გამიშვებდნენ. უბრალოდ, ივანიშვილს მაინც უნდა, რომ ფორმალობა დაიცვას, ხალხს მოაჩვენოს, თითქოს ამ შენობაში რაღაც ხდება და სამართალთან ახლოს აქვს საქმე ამ შენობას და მის რეჟიმს.

არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ ან ქვეყნიდან გააძევონ. ვერ დავასახელებ სახელებსა და გვარებს, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა, შიგნიდან არის. მიდის მუშაობა იმაზე, რომ ბოლომდე გამოავლინონ ის ხალხი, ვისი დაჭერის შემთხვევაშიც, მათი აზრით, საყოველთაო პროტესტი ჩაიხშობა. სიაში არიან ბიზნესმენებიც, აქტივისტებიც, პოლიტიკოსებიც, კულტურის სფეროს მოღვაწეებიც. ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ამ პროტესტის სახეა”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები