spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბაჩიაშვილი – არცერთი ცივილიზებული ქვეყანა არასოდეს არ გახდება თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების ინსტრუმენტი

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება.

“ამ კაცს ნორმალური იურისტიც არ დარჩა გარშემო რომ აუხსნას: როდესაც მიმართავთ შვეიცარიას კერძო პირზე ინფორმაციის გამოთხოვნაზე, ამას უნდა მიაყოლოთ ელემენტარული დასაბუთება. თქვენს შემთხვევაში მიმართვა იყო განხორციელებული ისე ცუდად შეკერილი სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე, რომ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის ფარგლებში, შვეიცარიამ არ მოგაწოდათ არანაირი დოკუმენტი.

აქ დიფ სთეითი და გლობალური ომის პარტია არაფერ შუაშია. აქ საქმე გაქვთ ცივილიზებული სამყაროს მიერ თქვენი უკანონო, ძალადობრივი და გამოძალვითი ქმედებების მხილებასთან და ხელის არ შეწყობასთან. შვეიცარია და არცერთი ცივილიზებული ქვეყანა არასოდეს არ გახდება თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების ინსტრუმენტი”, – წერს ბაჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან – Julius Baer-თან სასამართლო დავას იწყებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები