დღეიდან ვიწყებთ დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვას, ასევე მტკიცებულებების გამოკვლევას. ჩემი დამატებითი მტკიცებულებები არის აუდიოჩანაწერი და გერმანელი ექსპერტების დასკვნა, – ამის შესახებ “თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანელი ექსპერტების დასკვნა უკვე ჩამოვიდა.
“დღეიდან ვიწყებთ დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვას, ასევე მტკიცებულებების გამოკვლევას. დღეს ჩვენი პირველი მოწმე ლატვიის მოქალაქე იქნება, რომელიც ადასტურებს, რომ მას ჰქონდა ჩემთან ბიზნესურთიერთობა და მზად იყო, სესხი გამოეყო ამ პროექტის დასაფინანსებლად. მან მცირე სესხი გამოყო ჩემი კაპიტალის შევსების ნაწილში. სანამ ივანიშვილთან მივიდოდი, მოვიძიე გარედან სხვა დაფინანსების წყაროები, მათ შორის მივმართე ერთ-ერთ ჩემს მეგობარს და პარტნიორს დაფინანსებაზე, მან გამომიყო დაფინანსება გარკვეული პირობებით, შემდეგ მივედი ივანიშვილთან.
ჩემი დამატებითი მტკიცებულებები არის აუდიოჩანაწერი და გერმანელი ექსპერტების დასკვნა. დასკვნა უკვე ჩამოვიდა, დღეს წარვუდგენთ სასამართლოს”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში “თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან, დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევაც.