spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბაჩიაშვილი – იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლე იქნება სამართლიანი და შეაჩერებს ამ პროცესს, საქმე უნდა შეწყდეს

ეს პროცესი გადაიდო ზუსტად 4-ჯერ და ბოლო 9 თვის განმავლობაში პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.

 

ბაჩიაშვილი  იმედოვნებს, რომ ეს საქმე მალე შეწყდება და სამართლიანი განაჩენი დაგდება. 

 

“ეს პროცესი გადაიდო ზუსტად 4-ჯერ და ბოლო 9 თვის განმავლობაში პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ. მე იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლე იქნება სამართლიანი და შეაჩერებს ამ პროცესს. საქმე უნდა შეწყდეს”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა. 

 
გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი რამდენიმე თვის წინ წაუყენეს. პროკურატურის ვერსიით,  ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები