spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბაჩიაშვილი – ივანიშვილის წერილში პირდაპირ ეწერა, რომ სასამართლო დამთავრდებოდა ჩემი პასუხისგებაში მიცემით, მთავაზობდნენ, გადამეხადა 5 000 ბიტკოინი

ივანიშვილის წერილში პირდაპირ ეწერა, რომ სასამართლო დამთავრდებოდა ჩემი პასუხისგებაში მიცემით, დაახლოებით ერთი წლის ვადაში, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მას თავისუფლების სანაცვლოდ 5 000 ბიტკოინის გადახდას სთხოვდნენ.

“ივანიშვილის წერილში პირდაპირ ეწერა, რომ სასამართლო დამთავრდებოდა ჩემი პასუხისგებაში მიცემით, დაახლოებით ერთი წლის ვადაში. შესაბამისად, მე მთავაზობდნენ, რომ გადამეხადა 5 000 ბიტკოინი ჩემი თავისუფლებისთვის და თუ ამას არ გადავიხდიდი მაშინვე, ეს თანხა გაიზრდებოდა ყოველთვიურად 500 ბიტკოინით. ეს წერილი მას შემდეგაა მიღებული, რაც გამოძიება დაიწყო და ამ წერილს გავასაჯაროებ.

ჩემ წინააღმდეგ გამოძიება იმიტომ დაიწყო, რომ  მე უარი ვთქვი, წავყოლოდი ივანიშვილს იმ სიგიჟეში და ანტიქართულ საქმეში, რასაც ახლა ჩადის. იმ დროს გადაწყვიტა ივანიშვილმა შურისძიება და თანხის გამოძალვა”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები