ღარიბაშვილი განუდგა პარტიას. წულუკიანიც იმავე ვითარებაშია. რამდენადაც ვიცი, გამიჯნულია “ოცნებას”. ვიცი, რომ დილით ღარიბაშვილი იყო ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში იყო, თუმცა არ ვიცი რა დაზიანება ჰქონდა, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილს კობახიძესთან ჰქონდა სერიოზული დავა მას შემდეგ, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მეორედ მიღება გადაწყდა.
“ფაქტია, რომ ივანიშვილი ვერ ხედავს რეალობას და არ ესმის ქართველი ხალხის. ივანიშვილმა ძალადობის ყველა რეკორდი მოხსნა, მანამდე “ნაციონალებს” ჰქონდათ ეს რეკორდი და ივანიშვილმა 12-ჯერ გადაასწრო.
ივანიშვილმა არა მხოლოდ ამომრჩევლები, არამედ გუნდის წევრებიც გადააგდო. მე რამდენადაც ვიცი, ღარიბაშვილი განუდგა პარტიას. საკმაოდ დიდი კონფლიქტი ჰქონდა კობახიძესთან, რომელიც დაიწყო მაშინ, როცა ღარიბაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რადგან მან უარი თქვა “რუსული კანონის” მეორედ შემობრუნებაზე და როცა უდიპლომო და გაუნათლებელი პრეზიდენტი შემოგვახვია თავზე, მას მერე დაიწყო კონფლიქტები და პარტიაში ღარიბაშვილი აღარ გამოჩენილა. მეტიც, წულუკიანიც იმავე ვითარებაშია. რამდენადაც ვიცი, გამიჯნულია “ოცნებას”. ვიცი, რომ დილით ღარიბაშვილი იყო ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, თუმცა არ ვიცი რა დაზიანება ჰქონდა”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.