თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავადაც ესწრება.
სხდომის დაწყებამდე მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
სასამართლო ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო.