spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბაჩიაშვილი – სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანები გამოვიყენე

ივანიშვილს კი ჩაუვარდა კოვზი ნაცარში. სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანები გამოვიყენე. სისტემაში არ არიან მოტივირებული, რომ ბოლომდე კარგად გააკეთონ თავიანთი საქმე, – ამის შესახებ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აპირებს, რომ ყველა ქვეყანაში გაავრცელოს ინფორმაციები ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

“ვიზრუნებ იმაზე, რომ საზღვარგარეთ ყველგან, ყველა კარზე დავაკაკუნო და ყველას გავაგებინო, თუ რა ადამიანი არის ივანიშვილი.

სისტემა გარღვეულია. სისტემა არ მუშაობს, არის ძალიან დიდი ხვრელი და ადამიანები, რომლებიც მასში არიან, არ არიან მოტივირებული, რომ ბოლომდე კარგად გააკეთონ თავიანთი საქმე. სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანები გამოვიყენე. მეტ დეტალს ნამდვილად ვერ ვიტყვი.

მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, როდესაც ადამიანებს ვერ სჯობნი ძალით, მათ უნდა აჯობო მოტივაციით და ჭკუით. ზუსტად ეს თვალთვალი და ამდენი ხალხი გამოვიყენე იმისათვის, რომ მათი ყურადღება მომედუნებინა. ისინი დავალებას ბუკვალურად ასრულებდნენ და მითვალთვალებდნენ, მაგრამ ცოტა მეტი ჭკვიანი ხალხი რომ ყოფილიყო, მე გარეთ არ ვიქნებოდი.

იმ ხალხის სახეები უფრო მაინტერესებს, ვისაც დავალებული ჰქონდათ ჩემი თვალთვალი და უნდა გაეკონკტროლებინათ ჩემი გადაადგილება. თვითონ ივანიშვილს კი ჩაუვარდა კოვზი ნაცარში”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები