შევარდნაძის გასაშვებად დავდიოდი პატარა ბავშვი მიტინგებზე, შემდეგ 7 ნოემბერს ვიდექი მიტინგებზე და შემდეგ 2012 წელს “ქართული ოცნების” გამარჯვებაში მქონდა ძალიან დიდი როლი, მე ყველგან ჩემს ფასეულობებზე ვიდექი, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილს ქვეყანაში ტოტალური კონტროლი სურს.
“PACE არის ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის ქვაკუთხედი ევროპაში. ეს არის ჩვენი ისტორიული გზის და ხალხის არჩევანის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა შევარდნაძის დროინდელ საქართველოში. ივანიშვილი ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევს იმას, რასაც ჩვენ ბოლო 30 წელია ვაკეთებთ. ევროპის ნებისმიერი სხვადასხვა ორგანოებიდან გამოდის, რომ შეაჩეროს მუშაობა იმიტომ, რომ მისი გეგმა იქიდან საბოლოოდ გამოსვლაა.
ივანიშვილს უნდა ტოტალური კონტროლი. მისი ეგზისტენციალური ამოცანა არის ტოტალური კონტროლი. მის თავში კანონი და ყველაფერი გამომდინარეობს თავისგან. თუ რამე ეწინააღმდეგება მის ტოტალურ კონტროლს, ეს არის ცუდი და ამის დემონიზებას ცდილობს და ამას უნერგავს თავისსავე გუნდის წევრებს.
შევარდნაძის გასაშვებად დავდიოდი პატარა ბავშვი მიტინგებზე, შემდეგ 7 ნოემბერს ვიდექი მიტინგებზე და შემდეგ 2012 წელს “ქართული ოცნების” გამარჯვებაში მქონდა ძალიან დიდი როლი, მე ყველგან ჩემს ფასეულობებზე ვიდექი, მაგრამ ივანიშვილმა მოატყუა თავისი ერი. გადაუხვია მან ყველა იმ დაპირებას, რომელიც გასცა და შესაბამისად, მას უნდა, რომ მთელი ეს გუნდი, რომელსაც ბოლო 12 წელი ფილტრავდა, მას მიჰყვეს. ვინც არ მიჰყვება, ის არის მოღალატე, აგენტი. ამიტომაც მივიღეთ ასეთი პარლამენტი და მთავრობა”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.