spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბაჩიაშვილი – უნდა წარმოაჩინონ, თითქოს ეს ჩანაწერი დამონტაჟებული იყო და ვერც კი ამოიცნეს მასში ჩემი და ივანიშვილის ხმა

დღეს იყო სამხარაულის დაცვა, რომელმაც ვერ იცნო ჩემი და ივანიშვილის ხმა საუბარში. ამით ყველაფერი ცხადია. უბრალოდ, სასაცილოა, – ამის შესახებ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნდათ, წარმოაჩინონ, რომ მისი და ბიძინა ივანიშვილის საუბრის ჩანაწერი დამონტაჟებულია.

“დღეს იყო სამხარაულის დაცვა, რომელმაც ვერ იცნო ჩემი და ივანიშვილის ხმა საუბარში. ამით ყველაფერი ცხადია. უბრალოდ, სასაცილოა ეს დოკუმენტი. უნდა წარმოაჩინონ, თითქოს ეს ჩანაწერი დამონტაჟებული იყო და ვერც კი ამოიცნეს მასში ჩემი და ივანიშვილის ხმა.

შინაარსი არის ჩემი და ბიძინა ივანიშვილის 10 წუთიანი სატელეფონო საუბარი, სადაც ცხადია, რომ  საუბარია სასესხო ურთიერთობაზე – მე ვთხოვ ივანიშვილს, რომ დამეხმაროს “ქართუ ბანკში” სესხის მიღებაში. არანაირი ინვესტიციაზე საუბარი არ ყოფილა. “მელიამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედო” – ზუსტად ზედგამოჭრილია აქ”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართა. მას ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისება ედება ბრალად.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები