spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბაჩიაშვილს 2 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2 500 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. გირაოს შეტანის ვადად 30 დღე განისაზღვრა.

 

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბაჩიაშვილს აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ბრალდების მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე. ასევე, ბაჩიაშვილს დაევალა კუთვნილი, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო ორგანოსთვის ჩაბარება.

 

სასამართლოს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. როგორც ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და თავის სიმართლეს ბოლომდე დაიცავს.

 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

 

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა  გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები