შე მოღალატე ხიხო! 26 ოქტომბერს მიიღებ ძალიან დიდ პანღურს ქართველი ხალხისგან. ვის გგონია, რომ შეაშინებ?! მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც სიკვდილის არ შეშინებია და ჩამოვიდა საქართველოში და ზის, როგორც პუტინის პატიმარი ღირსებით?, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილს საქართველო ბელარუსად უნდა აქციოს.
“მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს – შე მოღალატე ხიხო! “ნაციონალური მოძრაობის” გაუქმებას რომ იმუქრები, უკვე 12 წელიწადი გავიდა და მხოლოდ ამას ჰპირდები საქართველოს მოქალაქეებს. ვის გგონია, რომ შეაშინებ?! მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც სიკვდილის არ შეშინებია და ჩამოვიდა საქართველოში და ზის, როგორც პუტინის პატიმარი ღირსებით უძღვება თავის გუნდს?! მე შემაშინებ?! “ნაციონალური მოძრაობის” 600 ათას მხარდამჭერს და წევრს შეაშინებ?! რამდენი საქმე აღძარი ჩვენი პარტიის წინააღმდეგ, რამდენი ადამიანი სცემეთ. ვინ დააშინე, შე მართლა ლაჩარო არაკაცო?! შე სამშობლოს მოღალატევ! პუტინის მონავ! ბელარუსად გინდა, გადააქციო საქართველო?! არ გამოგივა. ხმების 2/3-ს კი არა, 26 ოქტომბერს მიიღებ ძალიან დიდ პანღურს ქართველი ხალხისგან, იმიტომ, რომ შენი ხელისუფლების დროს, შენი ბანდა გამდიდრდა და ქართველი ხალხი გაღარიბდა. საქართველო დაცალე ქართველებისგან. ზუგდიდში ბავშვები იწვებიან, იმიტომ, რომ დენი არ აქვთ და შენ გაქვს უფასო დენი. გგონია, რომ ეს ქვეყანა არის ლუკაშენკოს ქვეყანა, გგონია, რომ არის შენი ორღობე. ძალიან ცდები”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.