spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბარამიძე – 26 ოქტომბერს ყველამ ერთად, მთელმა ქართველმა ერმა უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა

26 ოქტომბერს ყველამ ერთად, მთელმა ქართველმა ერმა, პროგრესულმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა, გავათავისუფლოთ მიშა პუტინის პატიმრობიდან, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს საშუალება ექნება, რომ ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირში გააწევრიანოს.

“26 ოქტომბერს ყველამ ერთად, მთელმა ქართველმა ერმა, პროგრესულმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა, გავათავისუფლოთ მიშა პუტინის პატიმრობიდან, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრები და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მიშას ლიდერობით ახალ საქართველოში, 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა ეს მოღალატეები აღარ იქნებიან ხელისუფლებაში, მიშას ექნება საფუძველი, რომ ბევრად მეტი წიგნი დაწეროს იმ კარგ საქმეებზე, რასაც ის და მისი გუნდი გააკეთებენ საქართველოს მშვიდობიანად გამთლიანებისათვის, მის ასაყვავებლად, ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები