ამ დღეს უკვე ფართომასშტაბიანად და მსხვილი ძალებით გადმოლახეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, რისთვისაც, ბუნებრივია, მათ საკადრისი პასუხი მიიღეს, რათა დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
“კვირებით ადრე დაიწყო შემოტევები, პროვოკაციები და ჩვენი სოფლის დაბომბვები, მაგრამ ამ დღეს უკვე ფართომასშტაბიანად და მსხვილი ძალებით გადმოლახეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, რისთვისაც, ბუნებრივია, მათ საკადრისი პასუხი მიიღეს, რათა დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ხალხი და ჩვენი დამოუკიდებლობა”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი. ომის შემდეგ, 26 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა.