spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ბარამიძე – “ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია, გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ

“ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია, გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ამ კადიროვიზაციის, ბელორუსიზაციის პირობებში არ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც სხვა რომელიმე ნორმალური პარტია”, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

“კარგად მოგეხსენებათ, რომ როდესაც ეს პუტინის მონა მოვიდა, ბორენკა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში მან საჯაროდ თქვა, რომ ამოცანა არის “ნაციონალური მოძრაობის” განადგურება. ის კი არა, რომ თავისი დაპირებები შეუსრულოს ხალხს, სამუშაო ადგილები მისცეს, იაფი ფული, რომელსაც ჰპირდებოდა, ის კეთილდღეობა, რომელიც მხოლოდ მან და მისმა ბანდამ მიიღეს ხალხის ძარცვის ხარჯზე. რას ამბობენ, რას არ ამბობენ ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ მოგიწოდებთ პრესა იქნებით თუ სხვა დაინტერესებული ადამიანები, ამ სისულელეებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ისინი არიან პიარით დაკავებულები. “ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია, გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ.

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ამ კადიროვიზაციის, ბელორუსიზაციის პირობებში არ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც სხვა რომელიმე ნორმალური პარტია”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები