spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ბარამიძე – არის რაციონალური მოსაზრებებიც, რომ ხაფანგში არ შეყო თავი და მეორეა ის, რომ მიხვიდე და თავზე დაახურო სიმართლე

პირველი ინსტინქტი ის არის, რომ არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ სტრუქტურაში არ უნდა მიხვიდე, მაგრამ არის რაციონალური მოსაზრებებიც, რომ ხაფანგში არ შეყო თავი და მეორეა ის, რომ მიხვიდე და თავზე დაახურო სიმართლე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მან ახალ კანონებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობას”  ციხით ვერ გააკვირვებენ.

“ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობას”  ციხით ვერ გაგვაკვირვებენ. ჩვენი მთავარი ლიდერი დღესაც ზის ციხეში, ჩვენი ათასობით წევრი ჰყავთ დაბარებული. ახლა მთავარი არის სწორედ ის პროცესი, რაც ხდება რუსთაველზე და რაც ხდება ჩვენს მეგობარ დასავლეთში. ყველგან ვმუშაობთ და სადაც შეგვიძლია, საგარეო ფრონტზე ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ეს ყველაფერი აუცილებლად მოიტანს შედეგს, მაგრამ არ დადგება შედეგი, თუკი ჩვენ ვერ დავაღწიეთ თავი იმ თავსმოხვეულ ფორმულებს, რომელიც თავს მოახვია რუსეთმა ჩვენს საზოგადოებას და დღემდე მოგვდევს ჩვენ. თურმე, “ქოცი” ყოფილა “ნაცი”. ეს იგივეა, რომ უთხრა ადამიანს – “რუსო, შე ქართველო” იმიტომ, რომ ახლა ხომ მაინც დაინახეს, რატომ ებრძოდნენ მიხეილ სააკაშვილს, რატომ ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, რატომ გვაბრალებდნენ უამრავ საშინელებას. ეს ხომ ბევრმა დაიჯერა, ამას ჟურნალისტები ხომ საუბრობდნენ.  ახლა უნდა ითქვას სიმართლე – ვინ იყო “ნაციონალური მოძრაობა”, ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი.

პირველი ინსტინქტი ის არის, რომ არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ სტრუქტურაში არ უნდა მიხვიდე, მაგრამ არის რაციონალური მოსაზრებებიც, რომ ხაფანგში არ შეყო თავი და მეორეა ის, რომ მიხვიდე და თავზე დაახურო სიმართლე”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები