“ჩვენ ყველანი აღვნიშნავთ 9 აპრილის გმირების ხსოვნის დღეს, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებისათვის გაწირეს თავი, აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. დიდება ჩვენს გმირებს, დიდება საქართველოს!” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომელიც უკრაინაში იმყოფება, სადაც მაიდანზე დაღუპულ გმირთა მემორიალს მიაგო პატივი;
“დღეს 9 აპრილია, ჩვენ ყველანი აღვნიშნავთ 9 აპრილის გმირების ხსოვნის დღეს, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებისათვის გაწირეს თავი, აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. დღეს ჩვენს მეგობრებთან ერთად მოვედით კიევში, მაიდანზე ქართველი გმირების პატივის მისაგებად. იმ მემორიალზე, სადაც ყველა დაღუპულის პატივის გება ხდება უკრაინაში. ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მეტი არაუკრაინელი ქართველია დაღუპული, მაგრამ თითოეულმა დაღუპულმა ქართველმა თავი შესწირა ჩვენს საერთო მტერთან ბრძოლას საქართველოსთვის თავისუფლებისთვის და არა მხოლოდ უკრაინისათვის. უკრაინის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაც არის, ამიტომ დიდება ჩვენს გმირებს, დიდება საქართველოს!” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.