დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოღალატეობრივი რეჟიმი ლევან ვარშალომიძის რუსეთისთვის გადაცემას მოითხოვს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
“იურიდიულად რომ ვისაუბროთ, მნიშვნელოვანია ის, რომ ის არ არის დაპატიმრებული, ის დაკავებულია, გააჩერეს და ახლა არკვევენ. მას ჰყავს ადვოკატი აყვანილი. რაც შეეხება საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოღალატეობრივი რეჟიმი მის რუსეთისთვის გადაცემას მოითხოვს.
ყველა შესაბამის სტრუქტურას აქვთ მიცემული ის დავალება, რაც ლევანის უსწრაფესად გათავისუფლებისთვის და ამ გაუგებრობის თავიდან აცილებისთვისაა საჭირო. ლევანს უშუალოდ არ აქვს ჩვენთან კომუნიკაციის საშუალება, მაგრამ არის ადვოკატი და ეფექტიანად მუშაობს”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე ყაზახეთშია დაკავებული.