spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ბარამიძე – დღეს საკადრო ცვლილებების დრო არაა, მაგრამ დადგა სისტემური ცვლილებების დრო

მიხეილ სააკაშვილს ბუნებრივია, მოუწია მოწოდება საკუთარი გუნდისადმი, რომ ყველა ვიყოთ ფხიზლად. დღეს საკადრო ცვლილებების დრო არაა, მაგრამ დადგა სისტემური ცვლილებების დრო, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

“ნაციონალური მოძრაობა” მთავარი სამიზნეა “ქართული ოცნებისთვის” და ეს არ არის შემთხვევითი. რატომ? იმიტომ რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი იყო ის საძირკველი, რომელზეც დღევანდელი ქართული სახელმწიფო შენდებოდა. სწორედ ამ სახელმწიფომ გაბედა წინააღმდეგობა რუსეთთან 2008 წელს, რაც ჩვენი ვალდებულება იყო.

მიუხედავად 2012 წლის პოლიტიკური ცვლილებებისა, ჩვენ დავრჩით. ბიძინა ივანიშვილის მიზანი მაშინაც და ახლაც ერთია – “ნაციონალური მოძრაობის” გაქრობა, მაგრამ მაშინაც გავუძელით და ახლაც გავუძლებთ.

მიხეილ სააკაშვილს ბუნებრივია, მოუწია მოწოდება საკუთარი გუნდისადმი, რომ ყველა ვიყოთ ფხიზლად. დღეს საკადრო ცვლილებების დრო არაა, მაგრამ დადგა სისტემური ცვლილებების დრო, რომელიც მან ცოტა ხნის წინ პარტიის განახლების გეგმით დააანონსა.

ჩვენი სიბრაზე და უკმაყოფილება უნდა მივმართოთ სწორი მიმართულებით – საკუთარი თავისკენ, რომ სწორად ვიმოქმედოთ. სწორედ ამას ეხებოდა სააკაშვილის ორი ბოლო პოსტი: პირველი – ძირეული რეფორმის იდეით, რომლის მიზანია, რომ პარტია უფრო სახალხო გახდეს”, – განაცხადა ბარამიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა: “ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში, ძალიან უნდა “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ჩამოცილება. მოვუწოდებ პარტიის ყველა წევრს, არ აჰყვნენ ქოცურ მაქინაციებს“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები