ეს ხელისუფლება არის დაბრკოლება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებისა და გაგრძელებისთვის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
“ამერიკის შეერთებული შტატების სენატსა და კონგრესში იხილება კანონპროექტები, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს, რადგანაც სწორედ ეს ხელისუფლება არის დაბრკოლება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებისა და იმ ურთიერთობების გაგრძელებისათვის, რაც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ამას არაფერი არ უშველის თუ ჩვენ, ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად არ შევძელით 26 ოქტომბერს გადავირჩიოთ ეს რეჟიმი”, – განაცხადა გია ბარამიძემ.
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ევროპის მომავალზე მოსმენა გაიმართება, სადაც საქართველოზეც იმსჯელებენ. მოსმენის ინიციატორი სენატორი ჯინ შაჰინია.