მიხეილ სააკაშვილი ერთხელ უკვე მოწამლეს. ნებისმიერ დროს შეიძლება მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქ ივანიშვილის და ვლადიმერ პუტინის პატიმარია.
“დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სამარცხვინო სასამართლო პროცესია. მოგეხსენებათ, რომ ის არის არა მარტო ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, არამედ პუტინის პირადი პატიმარი. ვლადიმერ პუტინს უნდოდა რუსეთში ნავალნის სიკვდილი და დღეს ის მის ციხეში მკვდარია.
მიხეილ სააკაშვილი ერთხელ უკვე მოწამლეს. ნებისმიერ დროს შეიძლება მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
მიხეილ სააკაშვილის საჯარო შეურაცხყოფა, ცემა, თრევა მთელმა მსოფლიომ ნახა არამარტო საქართველომ. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს პუტინისტურ რეჟიმს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.’’- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიმდინარეობს. პროცესზე მოწმეები – სიმონ ნოზაძე და თემურ მღებრიშვილია დაბარებული.