spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბარამიძე – მიხეილ სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, ამაზე უარესი პოლარიზაცია შეიძლება ვინმემ წარმოიდგინოს?!

მიხეილ სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, ამაზე უარესი პოლარიზაცია შეიძლება ვინმემ წარმოიდგინოს?! – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა  გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ  სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.  

 

ბარამიძის  თქმით, ზურაბიშვილი მხოლოდ თვალთმაქცობს და მიზეზებს ეძებს, რომ სააკაშვილი არ შეიწყალოს. 

 

“დე ფაქტო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი როდესაც აცხადებს, რომ თურმე იმიტომ არ იყენებს შეწყალების მექანიზმს, რომ ეს პოლარიზაციას გამოიწვევს, მიხეილ სააკაშვილი რომ საპყრობილეშია და მიხეილ სააკაშვილს რომ კლავენ და ის წარმოადგენს უდიდეს პატრიოტულ პარტიას, ეს არ იწვევს პოლარიზაციას?! მას რომ რამე დაემართოს, ამაზე უარესი პოლარიზაცია შეიძლება ვინმემ წარმოიდგინოს? ამიტომ მგონია, რომ უბრალოდ, თვალთმაქცობს ეს ქალბატონი და უნდა რომ თავისი თითიდან გამოწოვილი არგუმენტები მოიტანოს“, – განაცხადა ბარამიძემ. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის “გაწირვის“ შემთხვევაში, პარტიამ მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმა უნდა გამოიყენოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები