spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბარამიძე – მტკნარი, უტიფარი ტყუილები არის დამახასიათებელი პუტინისა და საქართველოში მისი მოღალატეთა ფილიალისთვის

მტკნარი, უტიფარი ტყუილები არის დამახასიათებელი პუტინისა და საქართველოში მისი მოღალატეთა ფილიალისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გასაკვირი არ არის, რომ პუტინის მონებმა უკვე დაიწყეს ანტიქართული, მოღალატეობრივი გეგმის მეორე ფაზის განხორციელება.

“გასაკვირი არ არის, რომ ამ პუტინის მონებმა უკვე დაიწყეს ანტიქართული, მოღალატეობრივი გეგმის მეორე ფაზის განხორციელება. ჯერ არჩევნებამდე ისინი ამბობდნენ, რომ ევროკავშირი და დასავლეთი არის ომი და მათ უნდათ ომი საქართველოსთვის და ახლა საუბრობენ, რომ ევროკავშირი ცუდია და ამით ბევრ რამეს დავკარგავთ, ვიდრე მივიღებთ.  ასეთი მტკნარი, უტიფარი ტყუილები არის დამახასიათებელი პუტინისა და საქართველოში მისი მოღალატეთა ფილიალისთვის”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები