“ოცნება” კრიმინალურ რეჟიმად ჩამოყალიბდა. ყველანი ვხედავთ, როგორ იყენებენ ნიღბიან მოქმედ პოლიციელებს, თუ კრიმინალურ დაჯგუფებებს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას უნდა, რომ საქართველო მოწყვიტოს მეგობრებს, ევროკავშირს, ნატოს და კვლავ დააყენონ რუსეთის გავლენის ორბიტაზე.
“ოცნება” კრიმინალურ რეჟიმად ჩამოყალიბდა. ყველანი ვხედავთ, როგორ იყენებენ ნიღბიან მოქმედ პოლიციელებს, თუ კრიმინალურ დაჯგუფებებს. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალური რეჟიმი და ბუნებრივია, ყველა ნორმალური ქართველი, პატრიოტი აპროტესტებს ამ კრიმინალურ რეჟიმს, მათ მოღალატეობას. მათ უნდათ, რომ საქართველო მოწყვიტონ ჩვენს ერთგულ მეგობრებს, ევროკავშირს, ნატოს და კვლავ დააყენონ რუსეთის გავლენის ორბიტაზე და რუსეთის სატელიტი ქვეყანა გაგვხადონ. ეს არ გამოუვათ”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.