სასამართლო პროცესებზე სიარული გვიწევს იმის ნაცვლად, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ქართველ ხალხთან ერთად ამ მძიმე ვითარებაში. ყველაფერი ის, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, ივანიშვილის რეჟიმი გვაკარგვინებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
“სასამართლო პროცესებზე სიარული გვიწევს იმის ნაცვლად, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ქართველ ხალხთან ერთად იმ მძიმე ვითარებაში, რაც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში, უკრაინაში და მხარს უჭერდეს ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს დაეხმაროს დაბრუნდეს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. სწორედ ევროკავშირი და ნატო არის ჩვენი გზა მშვიდობისკენ, ჩვენი გზა ტერიტორიების მშვიდობიანი გზით გამთლიანებისკენ, ჩვენი დევნილების სამშობლოში დაბრუნების გზა, საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა. ყველაფერი ის, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, ივანიშვილის რეჟიმი გვაკარგვინებს იმიტომ, რომ ნაცვლად ევროკავშირისა და ნატოსა, ჩვენ რუსეთის ჭაობისკენ მივყავართ”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.