spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბარამიძე – პუტინს ეშინია დაკარგოს მეხუთე კოლონა, რომელიც აქამდე შავი ფულით შეინახა

ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის ეშინია, პუტინს ეშინია დაკარგოს მეხუთე კოლონა, რომელიც აქამდე შავი ფულით შეინახა, კრემლის მიერ მართული ცილისწამებათა და დეზინფორმაციის ნიაღვრით, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” საზოგადოება 26 ოქტომბერს წერტილს დაუსვამს.

“ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის ეშინია, პუტინს ეშინია დაკარგოს მეხუთე კოლონა, რომელიც აქამდე შავი ფულით შეინახა, კრემლის მიერ მართული ცილისწამებათა და დეზინფორმაციის ნიაღვრით. მთელი ამ ხნის განმავლობაში მოღალატეთა და კორუმპირებულ ადამიანთა ჯგუფს არ გააჩნიათ ფასეულობა. როგორც ყველამ ვნახეთ, ორ შაურად გაყიდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომელსაც არც კი რცხვენია, რომ რუსეთი მათ განცხადებას სიტყვასიტყვით მსოფლიოში ყველაზე დიდი და გავლენიანი ორგანიზაციის ტრიბუნიდან იყენებს. ეს არის არა გამოცხადებული, არამედ უკვე დადასტურებული ღალატის ფაქტი. დარწმუნებული ვარ, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა და ის ამ მოღალატეთა ბანდას 26 ოქტომბერს საკადრის პასუხს გასცემს. საქართველო 27 ოქტომბერს გაიღვიძებს თავისუფალი, მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი, ჩვენი საზოგადოება ამ კრემლის მარწუხებისგან თავისუფალი იქნება. ყველანი დავუბრუნდებით საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანების გზას, რომელიც მშვიდობიან გამთლიანებამდე და იმ ცხოვრებამდე მიგვიყვანს, რომელიც ჩვენი საზოგადოების მიზანია – დევნილების დაბრუნება, უკეთესი საცხოვრებელი პირობები, მაღალი პენსია, დაბალი ფასები, მაღალი ხელფასები, ღირსეული სამუშაო ადგილები. ეს არის ის, რასაც წინ ეს მოღალატეთა ბანდა ეღობება და რასაც ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს წერტილს დაუსვამს”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები