ეს ერთგვარი მიკრომოდელია, ოღონდ არა ტანკებითა და არტილერიით, არამედ ვითომ პოლიტიკური და მშვიდობიანი ასპარეზით, მაგრამ ამ რბილი მეთოდებით იგივე ომია, რაც 2008 წელს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს საქართველოში, თუ წინაღობად ქართველი ხალხის ერთიანობა არ დახვდა.
“რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, მაგრამ მისი შემაფერხებელი არის ქართველი ხალხის ერთიანობა. თუ კი რუსეთი დაინახავს, რომ საქართველოში ხალხი ერთიანია და მისი მე-5 კოლონა, ივანიშვილის მოღალატეთა ეს კრიმინალური რეჟიმი ამას დაინახავს, მაშინ ისინი ვერაფერს ვერ შეძლებენ, მით უმეტეს, როცა ქართველ ხალხს დიდი მხარდაჭერა აქვს დასავლეთიდან.
ეს ერთგვარი მიკრომოდელია, ოღონდ არა ტანკებითა და არტილერიით, არამედ ვითომ პოლიტიკური და მშვიდობიანი ასპარეზით, მაგრამ ამ რბილი მეთოდებით იგივე ომია, რაც 2008 წელს.
ამიტომ, ახლა იმ ადამიანებმაც გაახილეს თვალი, რომელსაც არ უნდოდათ თვალის გახელა ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.