საღად მოაზროვნე საზოგადოება მიხვდა, რომ ეს რეჟიმი ეღობება საქართველოს წინ ნორმალურობისკენ, ნატოსკენ, მშვიდობისკენ და შეშინებულები არიან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ეს რეჟიმი ნიღაბჩამოხსნილია.
“ჩვენ ვიცით, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს არის უკვე ნიღაბჩამოხსნილი მოღალატეობრივი რეჟიმი, ჩვენი ინტერესების მოწინააღმდეგე. ამ რეჟიმს უნდა, რომ საქართველოს მეგობრები მტრებად გამოაცხადონ, უნდათ, რომ ევროკავშირს ასწავლონ ჭკუა – რა არის არის ევროპული და გააგრძელონ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის თვალებში ნაცრის შეყრა.
საღად მოაზროვნე საზოგადოება მიხვდა, რომ ეს რეჟიმი ეღობება საქართველოს წინ ნორმალურობისკენ, ნატოსკენ, მშვიდობისკენ და შეშინებულები არიან, სხვა რა დარჩათ, მათ დარჩათ ძალადობა”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.