მივმართავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობა აკისრია და გავახსენო მას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების შეწყალება არამარტო მისი უფლებაა, არამედ იქიდან გამომდინარეობს, რომ მას ევროპული ყაიდის სახელმწიფო უნდა იხილოს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია საქართველოს კონსტიტუციიდან და დაკისრებული მოვალეობებიდან გამომდინარე პროცესები ისე წაიყვანოს, როგორც თვითონ საუბრობს.
“მივმართავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობა აკისრია და გავახსენო მას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების შეწყალება არამარტო მისი უფლებაა, არამედ იქიდან გამომდინარეობს, რომ მას ევროპული ყაიდის სახელმწიფო უნდა იხილოს.
სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია, საქართველოს კონსტიტუციიდან და დაკისრებული მოვალეობებიდან გამომდინარე პროცესები ისე წაიყვანოს, როგორც თვითონ საუბრობს. ეს მისი მოვალეობაა და არა უბრალოდ უფლება.
თითოეულმა ჩვენგანმა რაც გევალება ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რადგან ჩვენ ვალმოხდილი ვიყოთ სახელმწიფოს წინაშე”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.