spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – ამ ხალხზე უნდა იზრუნოთ, დესტრუქციაზე და რევოლუციაზე კი არ უნდა ილაპარაკოთ

ბატონო ირაკლი, იმდენჯერ ახსენეთ სიტყვა დესტრუქციული, იმდენჯერ ახსენეთ სიტყვა რევოლუცია, ერთხელ მაინც გეხსენებინათ სიტყვა თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი. ამ ოთხი რაიონის მაჟორიტარი არა ხართ?!, – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა “ქართული ოცნების” დეპუტატს ირაკლი ქადაგიშვილს.

 

“ორი წელია, უკვე პატიმრობაში გყავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, საყოველთაოდ აღიარებული პოლიტიკური პატიმარი. ამაზე გესაუბრებათ მაკრონი, ამაზე გესაუბრებათ ზელენსკი, ამაზე გესაუბრებიან ასეულობით ევროპარლამენტარები, მაგრამ თქვენ – არა! მიზანი არის ერთი: ის უნდა გყავდეთ რუსეთის დავალებით პატიმრობაში, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

 

თქვენ არ გაინტერესებთ ხალხის პრობლემები, იძულებით თუ დაგაინტერესებთ ხოლმე, მაგალითად პრემიერის გუშინდელი განცხადება, რომელიც ჯერ კიდევ ბუნდოვანია და მე მინდა, მივმართო ჩემს კახელ კოლეგებს, რომლებიც აქ არიან, ამ ადამიანებს კონკრეტული პასუხი გაეცით – ახლა თურმე სექტემბერში რომ დაისეტყვა იმათ მივცემთ 3500 ლარსო, სხვებს რას უპირებთ?! ასეთი პრობლემების გადასაფარად მოქმედებთ თქვენ, ისე, როგორც დღეს მასკარადია გამართული ბათუმში.

 

ბატონო ირაკლი, იმდენჯერ ახსენეთ სიტყვა დესტრუქციული, იმდენჯერ ახსენეთ სიტყვა რევოლუცია, ერთხელ მაინც გეხსენებინათ სიტყვა თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი. ამ ოთხი რაიონის მაჟორიტარი არა ხართ?! ამ ოთხ რაიონშია დღეს გაუბედურებული მოსახლეობა და ლუკმაპურის საშუალება არ აქვთ და განადგურებული აქვთ ის მოსავალი, რომლის შემოსავალიც უნდა მიეღოთ.

 

ამ ხალხზე უნდა იზრუნოთ, აქ დესტრუქციაზე და რევოლუციაზე კი არ უნდა ილაპარაკოთ. ეს უნდა იყოს თქვენი მთავარი საქმე, მაგრამ თქვენი მთავარი საქმე არის დღეს, შექმნილი რუსული მესიჯების გაჟღერება, რომელსაც ჩატში ჩაგიგდებენ”, – განაცხადა ბოტკოველმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები