spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – ამით კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი შეემატა საქართველოს

ხელისუფლება ამით ცდილობს, რომ დააშინოს ის ახალგაზრდები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბოტკოველმა 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

“ლაზარე იცავდა ამ ქვეყნის კონსტიტუციას, საქართველოს ინტერესებს რუსული ხელისუფლების და იმ აგრესიის წინააღმდეგ, რასაც ახორციელებს ის ხელისუფლება, რომელიც ქართულ საქმეს უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ემსახურება რუსულ საქმეს. 

 

ამით კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი შეემატა დღეს საქართველოს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორედ ახალგაზრდების თავისუფლებისთვის”, – განაცხადა ბოტკოველმა.

 

საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა 31 მარტს შეუფარდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები