ბატონო რატი, ამიტომ არ უსწავლებიათ თქვენთვის, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე გამხდარიყავით. თქვენი ქმედება ემსახურება ერთ რამეს, გაახაროთ ბიძინა ივანიშვილის და შემდეგ პუტინის გული, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა სხდომა დატოვეს, რადგან მკვლელ მინისტრთან კითხვები არ აქვთ.
“ეს არ არის მინისტრი, ეს არის სიკვდილის ქრონიკის პრეზენტატორი. მე მინდა მას შევახსენო, რომ ის დღეს მინისტრს არ წარმოადგენს, ის არის „მონის მონა“, ჯერ ის ტიტულიც არ მიუღია, რომ ის პირდაპირ წარმოადგენს დღეს ბიძინა ივანიშვილის მონას, ის არის ჩვეულებრივად „მონის მონა“, რომელიც დავალებების შემსრულებელი არის, ის არის მკვლელი.
მინდა შევახსენო, რომ ის ძალიან კარგად იცნობს მიხეილ სააკაშვილს და სწორედ მიხეილ სააკაშვილის, პრეზიდენტის ფონდიდან მოხდა მისი სწავლის დაფინანსება. ბატონო რატი, ამიტომ არ უსწავლებიათ თქვენთვის, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე გამხდარიყავით. თქვენი ქმედება ემსახურება ერთ რამეს, გაახაროთ ბიძინა ივანიშვილის და შემდეგ პუტინის გული.ჩვენ სხდომა დავტოვეთ, რა კითხვა შეიძლებოდა დაგვესვა მისთვის? ჩვენ ჩვენი სათქმელი მას ვუთხარით“, – განაცხადა ბოტკოველმა.