spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – ჩვენი აქტიურობის, ერთად ყოფნისა და ბრძოლის გარეშე ამ ყველაფერს ისეთი შედეგი ვერ ექნება, როგორიც დისტანცირებითა და კაბინეტში ჯდომით

ჩვენი აქტიურობის, ერთად ყოფნისა და ბრძოლის გარეშე ამ ყველაფერს ისეთი შედეგი ვერ ექნება, როგორიც დისტანცირებითა და კაბინეტში ჯდომით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ “ქართულმა ოცნებამ”, მის უკან ძლიერი ნაციონალური მოძრაობა დანახოს და არა “დისტანცირებული“.

 

“მიხეილ სააკაშვილის განცხადება პოლიტიკიდან დისტანცირების შესახებ არ ნიშნავს იმას, რომ თითოეულს ჩვენთაგანს რამე უფლება გაგვაჩნია, რომ ჩვენ ყველაფერი არ გავაკეთოთ, ყველა რესურსი, ყველა ძალ-ღონე არ გამოვიყენოთ იმ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. 

 

გუშინდელი განცხადება, ყველამ კარგად ვიცით, რომ ემსახურება იმას, რომ კიდევ ერთხელ უნდა დაანახოს „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ძლიერება, ჩვენი სიმტკიცე, ჩვენი ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. 

 

ანგარიშგასაწევი ძალა უნდა იყოს “ნაციონალური მოძრაობა”, რაც მიცემს ხელისუფლებას იმის გადაწყვეტილების იძულებას, რომ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და გაუშვას საზღვარგარეთ, რათა მან მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და გადარჩეს მისი სიცოცხლე.   

 

დღეს მოქმედებაა საჭირო, მოქმედებაა საჭირო თითოეული ადამიანის მხრიდან, მოქმედება საჭირო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ამ მიმართულებით ბევრი ადამიანი ჩართული, ვფიქრობ, რომ ჩვენი აქტიურობის, ჩვენი ერთად ყოფნის და ერთად ბრძოლის გარეშე ამ ყველაფერს ისეთი შედეგი ვერ ექნება, როგორიც დისტანცირებითა და კაბინეტში ჯდომით“, – განაცხადა ბოტკოველმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები